Thursday, October 17, 2013

პროექტებით სწავლება


პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. 
ამ მოდულში თქვენ შეისწავლით, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები

10 comments:

  1. პოეზიის 5 წუთი

    ,,მე არ ვწერ ლექსებს!''............

    მე ვწერ პროექტებს! ::):):)

    ისტ-მიღწევები

    გაგვაპოეტებს!!!!!!

    :):)

    ძალიან მომწონს დღევანდელი იდეები, მოხიბლული ვარ თანამშრომლების საოცარი გეგმებით!!!! მომინდა თითეული პროექტის თანამოსაწილეობა შემეძლოს.... ვხვდები, რომ ეს ადამიანები დღეს გავიცანი!!!

    (იდეების ჩამოყალიბებისას, ერთ-ერთმა მსმენელმა მეორეს ჰკითხა ხუმრობით: გუშნ ლექსიc ხომ არ დაგიწერიაო, - გაგვეცინა და........... ეს ექსპრომტიც დაიბადა.)

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა მსოფლიოში საუკეთესო ტრენერს, ქალბატონ მანანა კვინიკაძეს, რომლის წყალობითაც ჩვენი და ჩვენი მოსწავლეების საქმიანობა ბევრად უფრო სახალისო და, ვიმედობნებ, ეფექტური ხდება!!!

    ReplyDelete
  3. ქალბატონო მანანა, ძალიან მიხარია ისევ თქვენთან ვარ ტრენინგზე. ძალიან დიდ პატივს გცემთ!!!

    ReplyDelete
  4. ქალბატონო მანანა, შესანიშნავი ადამიანი და ძლიერი ტრენერი ბრძანდებით, ,,inteli"-ს კურსის მოსმენით ჩემი მოსწავლეები განივითარებენ მაღალი დონის სააზროვნო უნარებს ,ვფიქრობ, ეს სასწავლო პროცესს პროდუქტიულს, უფრო საინტერესოსა და სახალისოს გახდის! მიყვარხართ !

    ReplyDelete
  5. მანანა ძალიან მიყვარხარ!

    ReplyDelete
    Replies
    1. საინტერესოა თქვენთან მუშაობა!გისურვებთ წარმატებებს!

      Delete
  6. 9 დღე. დღეს იყო დასკვნითი დღე ყველამ გავაკეთეთ პრეზენტაციები რაც ძალიან საინტერესო იყო.ეხლა რაც შეეხება ტრენინგს: სიმართლე გითხრათ აქამდე პროექტი მხოლოდ ფორმატზე შესრულებული სამუშაო მეგონა.ამ ტრენინგმა კი დამანახა პროექტის ნამდვილი სახე თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას. ამ პროექტის განხორცოელება უკვე დავიწყე სკოლაში.გაოცებული დავრჩი მოსწავლეების დაინტერესებით დადიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ ამ პროცეს ში თვითონ მოსწავლეებმაც ბევრი იდეები მომაწოდეს. როგორც მოგეხსენებათ რუსული ენის სწავლა ჩვენ ბავშვებს არ უნდათ ზოგი ხათრით სწავლობდა ზოგი სიყვარულით და ზოგიც უბრალოდ ნიშნისთვის. ამ პროექტმა ყველაფერი შეცვალა. მოსწავლეებს დაუბრუნდათ საგნისადმი ინტერესი ამაღლდა მათი მოტივაცია და რაც მთავარია მიხვდნენ, რომ ეს საგანი მნიშვნელოვანია ისევე როგორც სხვები. მშობლებიც და მასწავლებლები მეკითხებიან რა პროექტს აკეთებ ამისთანას, რომ ბავშვები რუსულის პროექტის გარდა აღარაფერზე ფიქრობენ. ამ ტრენინგმა დამანახა როგორი უნდა იყოს თანამედროვე გაკვეთილები. ისიც მინდა ავღნიშნო თუ რა დდიდი მნიშვნელობა აქვს ტრენერს. კალბატონმა მანანამ არ დაიშურა ძალები და ცოდნა რომ ჩვენამდე დაეყვანა ამ ტრენინგის მნიშვნელობა.ვისურვებდი რომ მზგავსი ტრენინგები ჩაგვიტერდეს და შეგვასწავლონ როგორ უნდა ჩავატაროთ თანამედროვე სასწავლო ღონისძიებები, ინტეგრირებული გაკვეთილები და ა,შ. თუ ამ პროექტმა წარმატება მომიტანა ეს მხოლოდ ქალბატონო მანანას დამსახურება იქნება. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას და მასწავლებლის სახლს.

    ReplyDelete
  7. ქ-ნ მანანა უღრმესი მადლობა გაწეული შრომისთვის იმედი მაქვს ჩვენი ჯგ გამოირჩევა სხვა ჯგუფებისგან. p.s. გახსოვდეს ზღარბი.....

    ReplyDelete
  8. მართლაც საუკეთესო ტრენერი ბრძანდებით ქალბატონო მანანა,ძალიან კომფორტული გარემო შგვიქმენით, უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებით დაკისრებულ მოვალეობას, ბევრი რამ ვისწავლეთ თქვენგან, კიდევ ვისურვებდი თქვენთან შხვედრას.

    ReplyDelete
  9. პროფესიონალი ტრენერი ბრძანდებით და მადლობა თქვენ იმ დიდი ცოდნისთვის , რაც თქვენთან მივიღე ორივე დონის ტრენინგებზე.

    ReplyDelete